მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა

ეს გვერდი განმარტავს, როგორ მუშავდება და მიეწოდება შეკვეთა და რა შემთხვევაში შეგიძლიათ პროდუქტის დაბრუნება. ბოლო განახლება: 2026 წლის 31 აგვისტო.

გამყიდველი

საიტს oldbaraqa.ge მართავს შპს კალტი, საიდენტიფიკაციო კოდი 405480055. ძველი ბარაქა არის საცხობი და კაფე ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისში.

მიწოდება

  • შეკვეთის დამუშავება ხდება 15 წუთიდან 1 საათის განმავლობაში.
  • მიწოდების ვადა დამოკიდებულია პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე და მითითებულ მისამართზე.
  • შეკვეთის მიწოდების სავარაუდო დრო მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის დადასტურებისას.

დაბრუნება

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • პროდუქტი ჩვენი მიზეზით დაზიანებული სახით იქნა მიწოდებული;
  • მიწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ შეკვეთილ პროდუქტს.

დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პროდუქტის მიღებისთანავე და მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია/ფოტო, რომელიც ადასტურებს პრობლემას.

დაბრუნება არ მიიღება

დაბრუნება არ მიიღება, თუ:

  • პროდუქტი დაზიანებულია მომხმარებლის მიერ.

თანხის დაბრუნება

თუ დაბრუნების მოთხოვნას დავეთანხმებით, თანხა უბრუნდება იმავე ხერხით, რომლითაც გადაიხადეთ. ბარათით გადახდილი შეკვეთა უბრუნდება იმავე ბარათზე, გადახდის პროვაიდერის მეშვეობით; ადგილზე ნაღდი ფულით გადახდილი შეკვეთა ნაღდი ანგარიშსწორებით. თანხის ასახვას ბანკის მხარეს შეიძლება რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.

კონტაქტი

მიწოდებასა და დაბრუნებაზე მოგვწერეთ info@oldbaraqa.ge, ან იხილეთ ჩვენი მისამართი და ტელეფონი კონტაქტის გვერდზე.