ეს გვერდი განმარტავს, როგორ მუშავდება და მიეწოდება შეკვეთა და რა შემთხვევაში შეგიძლიათ პროდუქტის დაბრუნება. ბოლო განახლება: 2026 წლის 31 აგვისტო.
გამყიდველი
საიტს oldbaraqa.ge მართავს შპს კალტი, საიდენტიფიკაციო კოდი 405480055. ძველი ბარაქა არის საცხობი და კაფე ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისში.
მიწოდება
- შეკვეთის დამუშავება ხდება 15 წუთიდან 1 საათის განმავლობაში.
- მიწოდების ვადა დამოკიდებულია პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე და მითითებულ მისამართზე.
- შეკვეთის მიწოდების სავარაუდო დრო მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის დადასტურებისას.
დაბრუნება
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- პროდუქტი ჩვენი მიზეზით დაზიანებული სახით იქნა მიწოდებული;
- მიწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ შეკვეთილ პროდუქტს.
დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პროდუქტის მიღებისთანავე და მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია/ფოტო, რომელიც ადასტურებს პრობლემას.
დაბრუნება არ მიიღება
დაბრუნება არ მიიღება, თუ:
- პროდუქტი დაზიანებულია მომხმარებლის მიერ.
თანხის დაბრუნება
თუ დაბრუნების მოთხოვნას დავეთანხმებით, თანხა უბრუნდება იმავე ხერხით, რომლითაც გადაიხადეთ. ბარათით გადახდილი შეკვეთა უბრუნდება იმავე ბარათზე, გადახდის პროვაიდერის მეშვეობით; ადგილზე ნაღდი ფულით გადახდილი შეკვეთა ნაღდი ანგარიშსწორებით. თანხის ასახვას ბანკის მხარეს შეიძლება რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.
კონტაქტი
მიწოდებასა და დაბრუნებაზე მოგვწერეთ info@oldbaraqa.ge, ან იხილეთ ჩვენი მისამართი და ტელეფონი კონტაქტის გვერდზე.